გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა:
ლოგარითმული ფუნქცია
სწავლების საფეხური
დისციპლინა
მე-11 კლასი
მათემატიკა
გაკვეთილის მიზნი
ლოგარითმული ფუნქციის თვისებების შესწავლა. მისი გრაფიკის საშუალებით ფუნქციის თვისებების დადგენა.
მოსწავლეთა პროფილი
ჩვეულებრივი კლასი.  28  მოსწავლე
ესგ-ით გათვალისწინებული მისაღწევი  შედეგი
მათ. XI.5  მოსწავლეს შეუძლია ფუნქციების და მათი თვისებების გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას
ინდიკატორები
მათ. XI.6  მოსწავლე ახდენს ფუნქციის ნულების, მაქსიმუმის /მინიმუმის  ინტერპრეტირებას.
·         მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული,ალგებრულიმეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ფუნქციის/ფუნქციათა ოჯახის თვისებების შესასწავლად.
·         მოსწავლე იყენებს ფუნქციის გრაფიკის გეომეტრიულ ნიშნებს (მაგ.საკოორდინატო ღერძის პარალელური წრფის მიმართ, კოორდინატთა სათავის მიმარტსიმეტრიულობა.)
·         იყენებს შესაფერის გრაფიკულ , ალგებრულ მეთოდებს (ტრიგონომეტრიული, ლოგარითმული, მაჩვენებლიანი ) ფუნქციის ისეტ ტვისებების დასადგენად, როგორიცაა ზრდადობა/ კლებადობა,ნიშანმუდმივობა, პერიოდულობა
თანამიმდევრობა
საორგანიზაციო ნაწილი   (5წთ.)
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა.კომპიუტერის მომზადება პრეზენტაციისათვის.

აქტივობა  1.   (10წთ)   დავალების შემოწმება.  ავუხსნი გაუგებარ საკითხებს. ფრონტალური კითხვებით შევამოწმებ განვლილ მასალას. 

აქტივობა 2.    აქტიური მინილექცია  (15წთ)
  
გაკვეთილის ახსნა

მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის სათაურს.
მოსწავლეები იხსენებენ შექცეული ფუნქციის ცნებას, გრაფიკის სიმეტრიულობას  Y=X  წრფის მიმართ. გამოვიყენებ სლაიდებს.ავხსნი გაკვეთილს

აქტივობა 3 .  ტესტური დავალება  (10 წთ)

იმის შესამოწმებლად გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა ახალი მასალა ვაძლევ ტესტებს სახელმძღვანელოდან (გვ 244.   1-9 )

აქტივობა 4.  ტესტების პასუხების შემოწმება.

ეკრანზე გამოვიტან სწორ პასუხებს. ვამოწმებ რამდენიმე მოსწავლის პასუხებს (5-6 მოსწავლე) შეცდომებს ვუსწორებ დაფასთან,  რათა ყველამ გაითვალისწინოს შენიშვნები.

აქტივობა 5. ახსნილი მასალის განმტკიცება (5წთ)

მასალას განვამტკიცებ ფრონტალური კითხვებით.

აქტივობა 6. საშინაო დავალების მიცემა (3წთ)

შეფასება


მოსწავლეებს ვაფასებ ტესტის შედეგებზე დაყრდნობით და მათი აქტიურობის გათვალისწინებით. (2წთ)
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო
რესურსები

სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი,
ცარცი, დაფა, სამუშაო ფურცლები.

Комментариев нет:

Отправить комментарий