ირმა ლომთაძე
понедельник, 9 декабря 2013 г.
1. პროექტის სახელწოდება: როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე?
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: გავარკვიოთ რა ცხოვრებისეული ფაქტორები მოქმედებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. როგორი ცხოვრების წესი ავირჩიოთ?
3. პროექტის აქტუალურობა: ყველას უნდა ჯანმრთელი იყოს და დიდხანს იცოცხლოს.ამისთვის ზრუნვა კი ბავშვობიდანვეა საჭირო. ბავშვებმა საკუთარი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით უნდა გააკეთონ დასკვნები, თუ როგორ იცხოვრონ, რა გაითვალისწინონ მომავალში.
4. პროექტის მიზნები: ხანდაზმული და მხცოვანი ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე,მათი ცხოვრების რამდენიმე ასპექტზე დაკვირვებით და გაანალიზებით, ბავშვებმა გააკეტონდასკვნა, რა შეუწყობს ხელს მათ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.
5.მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: დეკემბერი-მარტი.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ინტერვიუს აღება, ფოტო და ვიდეო მასალის შექმნა და მათი ინტერნეტში განთავსება, ინტერნეტიდან საჭირო მასალების მოძიება, პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი, ინტერნეტი, ფორმატები, მარკერები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. ჯგუფის ყოველი წევრი მისთვის ხელსაყრელ ადგილებში (ქალაქში, სოფლად, მეზობლად ან ქვეყნის გარეთ) გაეცნობა ხანდაზმულ ან მოხუც ადამიანებს, შეიძლება ეს იყოს მისი ახლობელი ადამიანიც და კითხვარის საშუალებით გამოარკვევს ,თუ რა ფაქტორებმა განაპირობა მათი ესოდენ ხანგრძლივი სიცოცხლე. შემდეგ ყოველი ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას, სადაც დიაგრამების, ცხრილების ან პიქტოგრამების საშუალებით გადმოსცემენ მათი კვლევის შედეგებს და ანალიზის დასკვნებს გააცნობენ ერთმანეთს და შემდეგ გამოაქვეყნებენ.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის თემა კავშირშია ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასთან.
11პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირმა ლომთაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irmalomtadze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: irmalomtadze.blogspot.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)